„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ამის შესახებ ბურჯანაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ჯერ არ გამართულ არჩევნებს ივანიშვილის ფარსს უწოდებს. 2003-2004 წლებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს.
„ძვირფასო თანამემამულენო, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საზოგადოება გააქტიურდეს. მათ შორის ხმა ამოიღონ იმ ადამიანებმა, რომელთა გაჭირვებასაც დღევანდელი ხელისუფლება და მილიარდერი ივანიშვილი არჩევნებზე 20 და 50 ლარად აფასებს. შევქმნი ძალას, რომელიც არ დაუშვებს საპარლამენტო არჩევნების ასეთ გარემოში ჩატარებას და ივანიშვილის მონა პარლამენტის მიღებას. მე შევქმნი ძალას, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ან შეცვალოს საარჩევნო გარემო და ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, ან მოშორდეს ხელისუფლებას. მე შევქმნი ასეთ ძალას, დიახ, ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას. ოღონდ ამისათვის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ის, რომ საზოგადოება ამ ბრძოლისთვის მზად იყოს და დაგვიდგეს გვერდში
ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თანამოაზრეების ამ ფარსში ჩართვას. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისათვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთვის არა იმ მიზნით, რომ საკუთარი სურვილები და ინტერესები განვახორციელოთ, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილი აკეთებს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძოლებთ იმ მიზნით, რომ შევცვალოთ ის დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ჩამოყალიბდა. უნდა დავუბრუნო ჩემს ქვეყანას ღირსება და ნორმალური განვითარების პერსპექტივა. ამისთვის აუცილებელია ეს ფარსი გავატაროთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე, რომ ამ ფარსში მონაწილეობა არ მივიღოთ და ვიბრძილოთ იმისთვის, რომ დღეიდან შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ქართველი ერის ამ დამცირებას ბოლოს მოუღებს.
სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტის მიზანმიმართულ ნგრევაზე საზოგადოებას პროტესტი არ გამოუხატავს. საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, რომ აღნიშნული ქვეყანას ასუსტებდა და მხოლოდ ოლიგარქის ძალაუფლებას აძლიერებდა, მხოლოდ ერთი კაცის ინტერესებს ემსახურებოდა და არა საზოგადოების და ხალხის. დღეს ქვეყნის გადარჩენას უმნიშვნელოვანესი სისტემური ცვლილებები სჭირდება. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემის მოგვარებაზე გავლენის მოხდენა დღევანდელ პრეზიდენტს, მის ხელთ აღარ არსებული ბერკეტების გამო არ შეუძლია. პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის სურვილების განხორციელების სიმბოლო, ემსახურება ერთი ადამიანის და მისი ახლობლების კომფორტულ გარემოში ცხოვრებას“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.