"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 14 ივნისს აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე დასასვენებლად ნიაგარაზე გაემგზავრა
24-06-2015, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიიდან რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა და დასასვენებლად ნაიაგარას ჩანჩქერზე გაემგზავრა. ეს კი, ნადირაშვილის თქმით,  ძალიან ღრმა სახელისუფლებო კრიზისზე მიუთითებს.


როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება, ყველა საელჩო უნდა იყოს გადასული საგანგებო რეჟიმზე.


"ჩვენი ინფორმაციით, 14 ივნისს, როდესაც თბილისში ჯერ კიდევ ადამიანები იღუპებოდნენ და იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენმა ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ სწორედ იმ დილით აიღო შვებულება და გაემგზავრა ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად. ჩვენ გვინდა, მივმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ამ თემაზე საზოგადოებას, დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინფორმაცია დადასტურდება, თუმცა ვთვლით, რომ ჩვენი წყარო არის სანდო, მაშინ მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეფასება მისცეს ამ ფაქტს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ მძიმე სიტუაციაში ყველა საელჩო უნდა ყოფილიყო გადასული საგანგებო რეჟიმზე, განსაკუთრებით კი - მთავარი სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში. მათ უნდა ეზრუნათ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გვერდში დადგომოდა სტიქიით დაზარალებულებს. რაც შეიძლება მეტი დახმარება და თანადგომა მიგვეღო მათგან", - განაცხადა ნადირაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი