პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება, ცესკოში დღეს შეგროვებული ხელმოწერები მიიტანა. ზურაბიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, თუმცა ამჟამად მხოლოდ ლანძღვა-გინების კამპანიას უყურებს.
„არ ვიცი ვინ უნდა იყოს რეალური კონკურენტი, სამწუხაროდ ვიტყოდი, მე ვისურვებდი უფრო მეტად კონკურენტუნარიან გარემოს, სადაც მეტი წონიანი კონკურენტები იქნებოდნენ. ახლა ის პერიოდი, რომელიც იწყება, ვინც დარეგისტრირდება და მერე, რომ დაიწყება საარჩევნო კამპანია ვნახოთ, ვინაა იმ დონეზე, რომ იყოს სერიოზული კონკურენტი, მაგრამ ჯერჯერობით მე რასაც ვუყურებ არის ძირითადად ლანძღვა-გინების კამპანია, რომელიც მე არ მიმაჩნია სათანადოდ საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის, მაგრამ როგორც ჩანს ვერ ელევიან იმ საბჭოთა გარემოს და საბჭოთა პრაქტიკას“ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.