ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ლატვიას უმასპინძლებს. მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, რომლსაც გუნდის ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილიც ესწრებოდა. ვაისის თქმით, ნაკრები ეცდება, რომ ლატვიასთან მატჩში გულშემატკივართა იმედები გაამართლოს.
კითხვა დაისვა ხვალ თამაშის წინ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც, რომელზეც ვაისმა აღნიშნა, რომ გურამ კაშია გუნდის გამორჩეული მოთამაშეა.
„ვეცდებით ლატვიასთან გულშემატკივრების იმედი გავამართლოთ და მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. ლატვია მარტივი მეტოქე არ არის, კარგად არის ორგანიზებული და დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი ამოცანაა, რომ მის დაცვას გასაღები მოვუძებნოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.
კაშია საუკეთესო ადამიანი და ჩვენი გუნდის გამორჩეული მოთამაშეა. იმედია, ხვალ ყველაფერი კარგად წარიმართება, ჩვენ კი გურამს გვერდით ვუდგავართ. ახლა ჩვენი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ თამაში და ფეხბურთი“, განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.