საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სამთვიანი მუშაობა ისევე დასრულდა, როგორც თავის დროზე გამოძიებამ დაასრულა მუშაობა.მისი თქმით, გამოძიების ობიექტური პრობლემა ის იყო, რომ კონკრეტული პირები არ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან.
„როდესაც გამოძიებას ბრალს უყენებდნენ, რომ საქმე ვერ გაიხსნა, ახლა თვითონ ჰქონდათ სამი თვე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჭეშმარიტების დადგენისთვის მათაც არ აღმოაჩნდათ საკმარისი საფუძველი.
ამ საქმის ყველა მოწმე ახლაც ცოცხალია, რატომ ვერ მოახერხა საგამოძიებო კომისიამ, რომ მათგან მეტი ინფორმაცია მიეღო.
ობიექტური პრობლემა არსებობდა და ამაზე გვქონდა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან. კონკრეტული პირები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ის დრო წავიდა საქართველოში, როდესაც თქვენ იცით, რა მეთოდებითაც ხდებოდა ჩვენებების მიღება. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს ამას, მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს, რომ ჩვენ უხეშ მეთოდებს ვერ ვიყენებთ ჩვენების მისაღებად. სამწუხაროდ, ამ რეალობაში, ობიექტურ გარემოებათა გამო, ვერ მოხერხდა საქმის სათანადოდ გახსნა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.