გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის კიდევ ერთი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ - „კურიერი“
08-09-2018, 21:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის კიდევ ერთი მინისტრი შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის ძმის ავთანდილ მახარობლიშვილის კომპანიისთვის მილიონობით ლარის გადარიცხვა შეიძლება გახდეს.

 

 

„კურიერის“ ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი შეიძლება გახდეს, ლეონიძის 3 ნომერში საგარეო უწყების ჯერ არ დამთავრებული შენობა, რომელიც ბიუჯეტს უკვე, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

 

 

ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში კორუფციის რისკების გამო აღმოჩნდა.

 

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს სამინისტროს ახალი შენობის რემონტის დაწყებამდე საპროექტო სამუშაოებისთვის 737 ათასი ლარი გამოუყო. სამინისტრომ მეორე დღესვე ტენდერის გამოცხადების გარეშე, ხელშეკრულება ერთი დღის დაფუძნებულ კომპანია „ლენდ მარკ პროჯექტს“ გაუფორმა, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის ძმა, ავთანდილ მახარობლიშვილია.

 

 

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროს შემოწმების დოკუმენტს რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს. აუდიტორებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოავლინეს. მიხეილ ჯანელიძესთან კითხები, შესაძლოა სამართალდამცველებს ჰქონდეთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი