თეა წულუკიანი: „მივმართავ „ევროპულ საქართველოს“, როგორც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ − დაასახელეთ, ვინ არის მკვლელი!“
09-09-2018, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა შეაფასა, რომელიც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებისთვის შეიქმნა „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელობით.

 

 

„მივმართავ „ევროპულ საქართველოს“, დაასახელონ, ვინ არის ის მკვლელი თუ მკვლელები, რომლის გამოვლინებასაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ. დაასახელონ, სად არის და აღმოაჩინეს თუ არა ცივი იარაღი თუ იარაღები, რომლის აღმოჩენასაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ, და მათმა ყოფილმა თუ ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ყოფილმა თუ ამჟამინდელმა სააკაშვილმა, განგვიმარტოს, პატარა ბავშვი დამნაშავედ რომ შერაცხა, ყველანაირი გამოძიების გარეშე, არის თუ არა ეს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა თანამედროვეობაში. მათ არასდროს არც გამოძიება აინტერესებდათ, არც მოწმე, არც დაცვის უფლებები, არც სასამართლო და წარსულში ლინჩის წესით გასამართლების ავტორები იყვნენ. ამ საგამოძიებო კომისიაში მათ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, როგორ შეიძლება სერიოზული სახეებით ისხდნენ და პოლიტიკურად, ანგაჟირებულად მიჰყავდეთ პროცესი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“.

 

 

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი