აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად დაიღუპა
09-09-2018, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

 

 

რუსული მედიის ცნობით, გაგულია სირიაში იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომანქანით მიდიოდა.

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ მინისტრის პოსტზე გენადი გაგულია 2018 წლის 25 აპრილს დანიშნა.

 

 

როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „ინტერფაქსთან“ განაცხადა, რომ ავარია იყო უბედური შემთხვევა და არა ტერორისტული აქტი.

 

 

„აფხაზეთის დელეგაცია ბრუნდებოდა სირიიდან. დელეგაციის შემადგენლობაში მეც ვიყავი, ვარ ავარიის თვითმხილველი, ეს იყო უბედური შემთხვევა და არა ტერორისტული აქტი“, განაცხადა ხაჯიმბამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი