„გურამ კაშიაზე ბევრად დიდ ქართველებს და კაი ტიპებს ბოდიში მოუხდიათ“ – „ქართული მარში“ გურამ კაშიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
09-09-2018, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ერთა ლიგის მატჩზე ლატვიას დაუპირისპირდება. საპასუხისმგებლო შეხვედრის წინ კონსტანტინე მორგოშიამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ „ქართული მარში“ ყველა დაგეგმილ აქციას გააუქმებს, თუ კაშია საჯაროდ ბოდიშს მოუხდის იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ფეხბურთელის ქმედებები და ლგბტ თემის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება მიუღებელი აღმოჩნდა.

 

 

„ერთი წინადადებით, რომ იმ ხალხს ვისაც ჩემი ამ ნაბიჯით მივაყენე შეურაცხყოფა ვუხდი ბოდიშს.  ქართველი ხალხი ვართ. მართლა პოლიტიკას თავი დავანებოთ, გურამ კაშიაზე ბევრად დიდ ქართველებს და კაი ტიპებს ბოდიში მოუხდიათ. რა ვიცი, მეც მოვიხდი ბოდიშს სიტყვაზე საჯაროდ იმ შეურაცხყოფებზე, რაც შეიძლება გადამეტებული იყო გურამ კაშიას მიმართ. მაგრამ ის ადამიანი როცა ამას არ აკეთებს, ჩვენ ქართული საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი ვიტოვებთ ჩვენს აზრს, რომ ეს ადამიანი ბოდიშს იმიტომ არ იხდის, რომ არის დავალებული რაღაც გარკვეული ჯგუფებიდან და აქედან გამომდინარე არ აქვს საშუალება ამ ნაბიჯის“, განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ და აღნიშნა, რომ საკმარისი იქნება თუ ბოდიშის წერილს გურამ კაშია „ფეისბუქის“ ან სხვა სოციალური ქსელის საკუთარ  გვერდზე გამოაქვეყნებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი