„მმართველი გუნდი პირდაპირ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს“ - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალიდან საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ
09-09-2018, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციების განახლებას ხვალიდან გეგმავენ. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საზოგადოებას სიმართლის დადგენის მიზნით გვერდში დგომისკენ მოუწოდეს.

 

 

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს მფარველობს. სარალიძის თქმით, შვილმკვდარმა მამებმა სამართლის აღსრულებისთვის ყველა ღონეს მიმართეს, ხოლო ხელისუფლებამ სტრასბურგშიც დაგეგმილი ვიზიტიც ჩაშალა.

 

 

„პირდაპირ განაცხადა ხელისუფლებამ რომ მკვლელი არ არსებობს და მკვლელს ვერ მისცემენ პასუხისგებაში და არა მარტო მკვლელს, არამედ თითქოს საქმე არ გაფუჭებულა და საქმეს ხელს არ აფასებდა არავინ ანუ მმართველი გუნდი პირდაპირ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელობას და არა მარტო მკვლელებს, იმ დანაშაულის ჩამდენ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ საქმის გაყალბებაში.

 

 

პასუხისგებაში აპირებდნენ ჩვენს მიცემას ბატონ მალხაზთან ერთად, დღეს ალბათ, გერმანიის ფედერალურ ციხეში ვიქნებოდით. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, არ აქვს მნიშვნელობა ამას ექიმი იქნება, პროკურორი იქნება, გამომძიებელი იქნება, შსს-ს თანამშრომელი იქნება თუ ვისი თანამშრომელი იქნება, ეს სტუდენტი იქნება თუ მასწავლებელი იქნება, არსებითი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია, ყველას მოვუწოდებ, რომ დაგვიდგეს დღეს ჩვენ გვერდში, ჩვენ ერთად უნდა აღვავლინოთ სამართლიანობა ამ ქვეყანაში“,  განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ამბის გადაფარვას ცდილობს და სიმართლის დადგენას ხელს უშლიან.

 

 

„კმარა, ჩემი აბუჩად აგდება, ჩემზე დაცინვა. ამ ყველაფერს აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ, რომ გამაჩერონ, რომ დამაშინონ, რამენაირად, რომ ჩაფარცხონ ეს საქმე, ეს არ მოხდება“, განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი