ოთარ დანელია: წელს ქერის კარგი მოსავალია და სავარაუდოდ, ხორბლის მოსავალიც კარგი იქნება
24-06-2015, 05:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წელს ქერის კარგი მოსავალია და სავარაუდოდ, ხორბლის მოსავალიც კარგი იქნება“, -ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე გააკეთა, სადაც იგი ხორბლის ჯიშების გამოცდის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.


უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს ,,მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია“ უკვე მეორე წელია ახორციელებს. ამ ეტაპზე, ხორბლის ჯიშთა გამოცდა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ახალციხე, გორი, ბოლნისი, თელავი და დედოფლისწყარო) მიმდინარეობს.


ოთარ დანელია ქერის მოსავლის აღების პროცესსაც დაესწრო და შირაქის ველზე დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მინისტრმა საშემოდგომო ხორბლის ჯიშთა გამოცდის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენებაა.


,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, დაიწყო პროექტი, რომელიც ხორბლის წარმოების ხელშწყობას ითვალიწინებს. პროექტის მთავარი მიზანი ხორბლის საშუალო მოსავალიანობის ზრდა წარმოადგენს. ერთის მხრივ, პროექტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას და იმპორტის ჩანაცვლებასაც და მეორეს მხრივ, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ წელს ქერის კარგი მოსავალია და სავარაუდოდ, ხორბლის მოსავალიც კარგი იქნება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.


ხორბლის ჯიშთა გამოცდის პროექტის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის და პროდუქციის ხარისხის გაზრდა; სათესლე მასალის გამოცდის გზით ყველა ნიადაგურ-კლიმატური ზონებისათვის ხორბლის ოპტიმალური ჯიშების გამოვლენა და პერსპექტიული ჯიშების დანერგვა/აპრობირება საწარმოო ფართობებში. თესლის გამოცდის 2 წლის შედეგების გათვალისწინებით, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ცალკეული რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობებთან ადაპტირებული ხორბლის მაღალხარისხიანი სათესლე მასალა. აღნიშნული პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს საშემოდგომო ხორბლის ძველი ჯიშების, ახალი, მაღალპროდუქტიული ჯიშებით ჩანაცვლებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას.


ჯიშთა გამოცდის პერიოდში სპეციალისტები დაკვირვებას ახორციელებენ ხორბლის 32 ჯიშზე, მათ შორის 5 ქართული, 7 ავსტრიული, 3 ამერიკული და 17 სტავროპოლის მხარის ჯიშია.

 


შირაქის ველზე შპს ,,მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი