საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ უეფა იტოვებს უფლებას ტრიბუნებიდან ნებისმიერი პროვოკაციის დროს, შეწყვიტოს მატჩი და თამაში საქართველოს ნაკრებს წაგებად ჩაეთვლება.
„ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია ნაკრების მატჩები. უსაფრთხოება ნებისმიერი ადამიანის ვინც სტადიონზე იქნება, გულშემატკივარს ვგულისხმობ. ეს არის ოფიციალური მატჩი და თავისთავად ამ თამაშს ჰყავს თავისი დელეგატი და ზუსტად აქედან გამომდინარე ვსაუბრობ. ნებისმიერი რაღაც არასპორტული საქციელი, რომელმაც შეიძლება რაიმე სახის ნეგატივი გამოიწვიოს შეიძლება, ძალიან მკაცრად იქნას შეფასებული. ამას წყვიტავს უშუალოდ დელეგატი. თუ რაიმე სახის ქმედება ხდება ტრიბუნაზე შეუძლია ასევე თამაშის ჩაშლა. თამაშის შეწყვეტა რომელსაც ვიტყოდი, რომ იქნება კატასტროფა ჩვენთვის. ჩვენ ეს არ გვჭირდება და მე დარწმუნებული ვარ რომ თითოეული გულშემატკივარი გაითვალისწინებს თავის პასუხისმგებლობას და პირველ რიგში მოვა იქ იმიტომ, რომ ჩვენ ნაკრებს დაუდგეს გვერდში და ვიზეიმოთ გამარჯვება“, განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.