დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა
09-09-2018, 16:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა.

 


ახალი გვირაბი, საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

 


1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.
დარიალის გვირაბი ამ დროისთვის, უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.

 


დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეწყდა. 2014 წლის სტიქიას კი ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


სტიქიის განმეორების რისკი, საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

 


გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის და ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.

 


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მსგავსი მასშტაბური პროექტისთვის უმოკლეს ვადაში - 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 140 ადამიანი.

 


ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი