საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
"მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ქადაგიძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონმდებლობით კი, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ასევე ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობის სტაბილური ფუნქციონირებისა და მთლიანად პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით დღეიდან ვიწყებ ბატონი გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის პროცესს, რომელიც იქნება ძალიან ღია პროცესი. კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან", - განაცხადა აბაშიშვილმა.
გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილება 2016 წლის თებერვალში ეწურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.