ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ხვალ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
ვახო ხუზმიაშვილის თქმით, მაუწყებლობა სამი საათის განმავლობაში შეწყდება და მსვლელობით „ქართული ოცნების“ ქმედებებს გააპროტესტებენ.
„ხვალ, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები ვაწყობთ საპროტესტო მსვლელობას ტელეკომპანია „იბერიადან“ მთავრობის კანცელარიის მიმართულებით. ამიტომ, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, დილის 11:00 საათიდან გათიშული იქნება ჩვენი მაუწყებლობა. ჩვენ გავაპროტესტებთ ერთად იმას, რასაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, განაცხადა ხუზმიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.