ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, პროფესორი ანდერს ასლუნდი „რუსთავი 2“-თან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთში უზარმაზარი ფინანსური გავლენები აქვს და ჩვეულებისამებრ, რუსული ფული შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში საიდუმლო კომპანიების გავლით ხვდება და ის უზარმაზარი თანხა, რაც ამერიკაშია აკუმულირებული, შესაძლოა, რომ ნებისმიერი მიზნისთვის იქნეს გამოყენებული.
„დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული ფულია დამალული დასავლეთში. ის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში ანონიმურ კომპანიებში ინახება. უამრავი ფულია, რომელიც ნებისმიერი მიზნით შეიძლება იქნას გამოყენებული. წარმოიდგინეთ, ამერიკის საარჩევნო კამპანია - საპრეზიდენტო და კონგრესის - ჯამში 5 მილიარდი დოლარი ჯდება. შეადარეთ ეს თანხა 800 მილიარდ დოლარს, რომელიც უზარმაზარი თანხაა და ნებისმიერი მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული. ყოველწლიურად ასობით და ათასობით ე.წ. საფარი კომპანია იქმნება რილვინგტონში, დელავერის შტატში და შეერთებული შტატები მსოფლიოში ამ კომპანიების ყველაზე დიდი შემქმნელია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოელწლიურად 300 მილიარდი ირიცხება ამერიკაში, მილიარდი დოლარის გარეცხვა მხოლოდ უძრავი ქონების სექტორში ხდება. შეერთებული შტატები ასუფთავებს სხვა ქვეყნებს, მაგრამ არა საკუთარ თავს“, განაცხადა ამერიკელმა ანალიტიკოსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.