„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემაში „კვირის აქცენტები“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო რეალურად აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. გვარამია სალომე ზურაბიშვილს ყველაზე სამარცხვინო კანდიდატს უწოდებს ქვეყნის ისტორიაში. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იმ ადამიანებს, ვინც ზურაბიშვილს მისცემს ხმას ქვეყნის გამყიდველებად მიიჩნევს.
„ამ ქალის პრეზიდენტობა არის მომზადება საქართველოს მხრიდან აღიარება მოხდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, მათი რეალური დამოუკიდებლობის, იმიტომ რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის, ჩვენ ცხინვალი დავბომბეთ თუ პროვოკაციას წამოვეგეთ და ჩვენი ტერიტორიები დავბომბეთ, არანაირი სხვაობა არ არის ეს, საერთაშორისო სამართლებრივად ერთნაირად შეფასებული აქტებია, ორივე ნიშნავს, რომ დავიწყეთ ომი ჩვენ, დავიწყეთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით და რეალურად მოვაყოლეთ ჩვენი მოქალაქეები, თუმცა ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდაში, აი ეს არის ის, რაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ამას არანაირი სხვანაირი ახსნა არ აქვს და ამ ქალს თუ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად აირჩევს საქართველოს მოსახლეობა, ნუ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევანს, თუმცა მე არ ვაპირებ შევეგუო იმას, რომ აფხაზეთი აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მე იქ ვერასოდეს ვერ დავბრუნდე და სალომე ზურაბიშვილს ყველაზე სამარცხვინო კანდიდატს საქართველოს ისტორიაში ხმას ვინც მისცემს, მიმაჩნია ქვეყნის გამყიდველად, მასთან ერთად“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.