რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მისი განვლილი ბიოგრაფიით იქნება ყველაზე ზეპარტიული და მიუკერძოებელი პრეზიდენტი. ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილს მოსახლეობაც დაუჭერს მხარს.
„პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის თაობაზე და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი სალომე შეძლებს მისი განვლილი ბიოგრაფიით და გამოცდილებით იყოს საქართველოს ისტორიაში პირველი მიუკერძოებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც მათ შორის თავის დიპლომატიურ გამოცდილებას თავის განვლილ გზას მოახმარს ქვეყნის სამსახურს.
იმედი გვაქვს, რომ ზურაბიშვილს საქართველოს მოსახლეობაც დაუჭერს მხარს. რაც შეეხება მხარდაჭერის ფორმებს, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ამ თემასთან დაკავშირებით გვექნება დამატებითი კონსულტაციები გუნდის შიგნით“, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.