საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ისეთი საემიგრაციო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაეფუძნება. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში შემოდის უცხოელი, ასაქმებს ქართველებს და უხდის მაღალ ხელფასს, „ეს კარგია", მაგრამ როდესაც ქვეყანაში შემოდის სხვა ქვეყნის მოქალაქე, იკავებს ქართველის სამუშაო ადგილს და საქართველოს მკვიდრი იძულებულია სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავიდეს, ეს ქვეყნის განვთარების გზა არ არის.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, უნდა შეიცვალოს ბინადრობასთან დაკავშირებული ნორმები და სახელმწიფო საზღვრზე კონტროლი გამკაცრდეს, თუმცა, მესამე პრეზიდენტი საფრთხეებზე რეაგირებისთვის საჭიროდ მიიჩნევს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხს, რომელიც მისი აზრით, ქვეყანას დღევანდელი მთავრობის პირობებში არ ჰყავს.
„მინდა განვმარტო ყველასთვის ჩვენი მიგრაციული პოლიტიკის თემა. ერთი მხრივ, გამოჩნდა ხალხი - ფსევდოლიბერალები, რომლებიც იძახიან, რომ სააკაშვილს გაუჩნდა ქსენოფობიური ნოტები. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, რომ წაიკითხონ კარგად ჯონ მაკკეინის წიგნი, სადაც საქართველოს ეძღვნება მრავალი გვერდი და სადაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწორი მსოფლიო პოლიტიკოსი ჩემზე წერს - მიხეილ სააკაშვილის მთელი პოლიტიკა ეფუძნებოდა ლიბერალურ ფასეულობებს, მას უნდოდა და ის აკეთებდა საქართველოში ლიბერალურ რეფორმას. ამიტომ, ნურავინ ნუ დამადანაშაულებს იმაში, რომ მე არ მაქვს ლიბერალური მიდგომა. არის მეორე ხალხი, ვინც იძახის, რომ სააკაშვილმა შემოყარა თურქები, ირანელები - გზა გაუხსნა და შემოყარა უცხოელები და ისინი ტყუიან იმიტომ, რომ მე მართლაც ვაძლევდი მოქალაქეობას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, უფრო ნაკლებად ირანის მოქალაქეებს, მაგრამ ესენი იყვნენ 99% ეთნიკურ ქართველები. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეთნიკურ ქართველებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი - რუსეთში, უკრაინაში, ირანში თუ თურქეთში, მივცეთ მოქალაქეობა, თუ ისინი საუბრობენ ქართულად, არიან პატრიოტები და უნდათ ემსახურონ საქართველოს....
ეს არის ერთი და მეორეა, რა ხდება ახლა. ახლა არის სრული დაუცველობა და სრული უკონტროლობა. იმის გამო, რომ დაბრუნდა კორუფცია, ძალიან ადვილია უამრავი მოქალაქისთვის - ირანის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა - ხალხი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსთან. არ ლაპარაკობენ ქართულ ენაზე, არ იცნობენ საქართველოს ისტორიას, არანაირი გრძნობა არ აქვთ საქართველოს მიმართ გარდა იმისა, რომ მათ სჭრიდებათ ადგილი, სადაც უბრალოდ იშოვიან ფულს. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს არც ერთი წარმატებული თანამედროვე ქვეყანა ასე არ აშიშვლებს თავის საზღვრებს. ეს არის სიმართლე - ჩვენ გვჭირდება ისეთი საემიგრაციო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება საქართველოს ინტერესებს, რომელიც ერთი მხრივ, მოიზიდავს ქვეყანაში ფულს, ინვესტორებს, იმ ხალხს, ვინც დაასაქმებს ქართველებს, უნდა გავუხსნათ მაქსიმალური შესაძლებლობები. თუ ადამიანი შემოდის და მაგალითად, საქმებს ათას ქართველს და უხდის მათ მაღალ ხელფასს, ეს არის კარგი. მაგრამ, ვიღაც ჩამოვიდა და დაიკავა ისედაც დაბალანაზღაურებადი ქართველის ადგილი და საქართველოს მკვიდრი იძულებული გახდა წასულიყო უცხოეთში, ეს არ არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის განვითარებამდე. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება შეცვლა იმ ნორმების, რომლებიც ითვალისწინებს ბინადრობის მოწმობის ძალიან ადვილად ყიდვას; ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო მკაცრი კონტროლი საზღვარზე. ახლა სირიის იდლიბის პროვინციაში მიდის საომარი მოქმედებები. შესაძლოა, სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვოს დამატებით სირია. თურქეთს აღარ უნდა მათი მიღება. სიამოვნებით, თურქეთი გამოატარებს მათ დიდ ნაწილს საქართველოსკენ და სხვა ქვეყნებისკენ. ჩვენ ამ საფრთხეებზე უნდა გვქონდეს თვალები გახელილი, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი - ჩვენ ახლა არ გვყავს მთავრობა, ქვეყანას არ ჰყავს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მას უპატრონებს. უბრალოდ გვყავს ერთი ფეოდალის ხელის ბიჭები - ისინი აშიშვლებენ და დაუცვლეად ტოვებენ საქართველოს. ჩვენ ვეფუძნებით დემოკრატიულ ფასეულობებს, ჩემთვის უცხოა ყველანაირი ქსენოფობია, ჩემთვის უცხოა ყველანაირი ეთნიკური თუ რელიგიური შუღლი, მაგრამ ამავე დროს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ დავიცვათ საქართველოს ინტერესები. ჩემთვის ყოველთვის იყო ეს ქვაკუთხები - მე მინდა, რომ საქართველო იყოს მდიდარი და საამაყო", აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.