"ნაციონალური მოძრაობისა" და ირაკლი ალასანიას დარტყმები, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში, მე ნამდვილად ვერ შემაფერხებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე, ასევე მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობაზე კითხვის პასუხად განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ.
"უსაფუძვლო ინფორმაცია გვესმის არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობიდან", არამედ იმ პოლიტიკური ფიგურებიდანაც, რომლებიც პირდაპირ არიან შესაბამისობაში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მესიჯებთან. მაგალითად, ალასანია ამბობს, რომ მისი მოწინააღმდეგე ძალები აკონტროლებენ გარედან სასამართლოს, რომ მის წინააღმდეგ იქნას გადაწყვეტილებები მიღებული. ამის ფონზე მოსამართლეები იღებენ მის სასარგებლო გადაწყვეტილებებს, რადგანაც დღეს მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები და ვიცით, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში თავისუფლები. დღეს, ჩვენგან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ალასანია მოითხოვენ, რომ ვლანძღოთ ძალოვანი უწყებები და მათ შორის პროკურატურა. რა თქმა უნდა, პროკურატურას აქვს არა ერთი ხარვეზი და ხმამაღლა უნდა გავაკრიტიკოთ, როდესაც ეს საჭიროა. თუმცა, როდესაც ეს ორგანოები საზოგადოებას იცავს დანაშაულისგან, იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმეზე, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ირაკლი ალასანია და "ნაციონალური მოძრაობა", პროკურატურამ ევროპული ტიპის გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.