„ვერ წაიღეს ვერც ერთი ტელეკომპანია და ვერც „იბერიას“ ვერ წაიღებენ“ - ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ
10-09-2018, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან და აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ მაუწყებელზე ხელისუფლების ზეწოლას აპროტესტებენ.

 

 

„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტები ეცდებიან, ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა.

 


„ტელეეთერიდან ჩვენი ხმა არ ესმის მთავრობას, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მივიდეთ და იქ ვუთხრათ - ტელეკომპანიას ისინი ვერ წაიღებენ, ვერ წაიღეს ვერც ერთი ტელეკომპანია და ვერც „იბერიას“ ვერ წაიღებენ. ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ვერ გამოვიყვანთ ტანკებს, ბეტეერებს, ამიტომ, რა რესურსიც გვაქვს, რომ მივიდეთ მშვიდობიანად, რომ უნდა გაჩერდნენ და არ გამოუვათ ეს შეტევა, შემდეგ დავბრუნდებით ტელეკომპანიაში და ისევ გავაგრძელებთ მაუწყებლობას, სანამ ამის საშუალება ჩვენ გვექნება", განაცხადა ხუზმიაშვილმა.

 

 

საპროტესტო მსვლელობის მოწყობის შესახებ ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გუშინ, 9 სექტემბერს განაცხადეს. მსვლელობის გამო, „იბერიამ“ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი