სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის ჯოჯოხეთური კოქტეილი - გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აფასებს
10-09-2018, 12:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ვაშაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ქართველი ხალხი დაკარგავს დემოკრატიისადმი ყოველგვარ ნდობას, ზურაბიშვილის გამოჩენა კი საერთაშორისო არენაზე მოსპობს საქართველოს რეპუტაციას.

 

 

„საკითხი იმაშია, რას მისცემს ის ქართველ ხალხს და მე თქვენ გეტყვით, ეს რას მისცემს ქართველ ხალხს. ეს მისცემს დემოკრატიისადმი ყოველგვარი ნდობის დაკარგვას, ეს მისცემს იმას, რომ ხალხი სულ უფრო უნდობლობით შეხედავს პოლიტიკურ კლასს და სახელმწიფო ინსტიტუციებს და ჩვენი მოკავშირეები სულ უფრო უნდობლობით უყურებენ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, ეს არის ტრაგედია.

 

 

სხვა სიტუაციაში ალბათ, მანდილოსანზე ვერ და არ ვილაპარაკებდი, მაგრამ პოეზიის არ იყოს პოლიტიკაში, რომ შემოდიხარ სქესი აღარ გაქვს უკვე და მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკა რას ნიშნავს მე არ ვიცი, იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს ქალბატონი არის ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის იმისთანა ჯოჯოხეთური კოქტეილი, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკას კი არა, ჩვენს რეპუტაციას მოსპობს მაგის გამოჩენა საერთაშორისო არენაზე“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი