ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამარცხვინოს უწოდებს „ომეგა ჯგუფის“ ქმედებას, როცა ის მედიას ეფარება ზურგს უკან. მაჭავარიანის თქმით, „იბერიას“ საშუალებით ცდილობს სახელმწიფოს დაშანტაჟებას, თუმცა ეს არ გამოუვა და კეთილი ნებით, ფული უნდა ჩარიცხონ ქვეყნის ბიუჯეტში.
„ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა ბიზნესის მიმართ ეგეთი მეგობრული და არც მედია ეგეთი თავისუფალი, როგორც ეს არის ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზურგს უკან ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახდელებისგან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ ვერ დაელაპარაკება შანტაჟის ენით, ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში“, განაცხდა ივანე მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.