სომხეთის რესპუბლიკაში მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
10-09-2018, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. მთავრობის მეთაურს „ზვართნოცის" საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დახვდა.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

 

 

„მამუკა ბახტაძეს სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

 

 

დღესვე დაგეგმილია პრემიერ მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

 

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან.

 

 

პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან", აღნიშნულია საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი