საშუალო ასაკის მსმელ ადამიანებს დაჟინებით ურჩევენ ალკოჰოლური სასმელებისაგან უფრო მეტი თავისუფალი დღეები ჰქონდეთ
10-09-2018, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საშუალო ასაკის მსმელ ადამიანებს ურჩევენ კვირაში ალკოჰოლური სასმელებისაგან უფრო მეტი თავისუფალი დღეები ჰქონდეთ, რათა შეამცირონ სმისაგან გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები და ეს, ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ დაწყებული ახალი კამპანიის ნაწილი იქნება.

 


„ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ და „Drinkaware Trust“-ი, ალკოჰოლის შესახებ ინფორმირებულობის საქველმოქმედო ორგანიზაცია, დღეს ინგლისში „ალკოჰოლის მიღებისაგან თავისუფალ დღეებს“ დაასახელებს - ერთობლივი კამპანია, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, შეამცირონ ალკოჰოლის რაოდენობა, რომელსაც ისინი რეგულარულად სვამენ.

 


„ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დანკან სელბიმ აღიარა, რომ მაშინ როცა ბევრი სიამოვნებას იღებს ალკოჰოლური სასმელებისაგან, მნიშვნელოვანია ადამინებმა მონიტორი გაუწიონ მათ მიერ ალკოჰოლური სასმელის მომხარებას და მიზნად დაისახონ ჰქონდეთ რამდენიმე ალკოჰოლისაგან თავისუფალი დღე კვირაში.

 


მან The Times-სს უთხრა: „ბევრი ჩვენგანი სიამოვნებას იღებს სმისგან - მაგრამ იქნება ეს ლუდხანაში სამუშაოს შემდეგ კვირაში რამდენიმე დღე სასმელის მიღება, რამდენიმე კათხა ლუდის დალევა იმ დროს, როცა ფეხბურთის ყურებისას სავარძელში ხარ მოკალათებული, ანდა სადილზე რეგულარულად ღვინის მირთმევა - ეს ყველაფერი, ჩვენი სმის ინტენსივობა, ძალზე ადვილია, ნელ-ნელა ჩვენზე მოვირგოთ.

 


„საკუთარი თავისთვის მიზნის დასახვა, გქონდეს ალკოჰოლისაგან უფრო მეტი თავისუფალი დღეები ყოველი კვირის განმავლობაში, არის ადვილი გზა იმისაკენ, დალიო ნაკლები და შეამცირო შენი ჯანმრთელობის რისკები“.

 

 

ალკოჰოლის მაღალი რაოდენობით მოხმარება დაკავშირებულია ისეთ სერიოზულ ჯანმრთელობის რისკებთან, როგორიცაა მაღალი წნევა, გულის დაავადებები და კიბოს 7 სახეობა. ალკოჰოლი ასევე ზრდის კალორიების მოხმარებას და შეიძლება წონის მატებისა და სიმსუქნის განმაპირობებელიც იყოს.

 

 

45-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანები, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფისანი, ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი, რომ მოიხმარდნენ 14 ერთეულზე მეტ ალკოჰოლს. 

 

 

სახელმძღვანელო, რომლიც უფროსი სამედიცინო ოფიცრის, დეიმ სალი დევისის მიერ არის გამოცემული, იძლევა რჩევას, რომ მამაკაცებმა და ქალებმა კვირაში 14 ერთეულზე მეტი ალკოჰოლი არ უნდა მოიხმარონ, რაც შეადგენს 175მლ ტევადობის 6 ჭიქა ღვინოს.

 


მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ზრდასრულ ადამიანებში ხუთიდან ერთი, დაბალი რისკის სახელმძღვანელოდ მიჩნეულ ნორმაზე უფრო მეტს სვამს და ამავე ჯგუფის ორმა მესამედმა განაცხადა, რომ მათთვის სმის შემცირება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე კვების რეჟიმის გაუმჯობესება თუ უფრო მეტი ვარჯიშის კეთება.

 


ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ 40 წლის იმ კატეგორიის მსმელი ადამიანებისთვის, ვინც გადააჭარბებს მოცემულ სახელმძღვანელოში მითითებულ ოდენობას, სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდება საშუალოდ 1.3 წლით - ქალებისთვის და 1.6 წლით - მამაკაცებისთვის, იმათთან შედარებით, ვინც არ გასცდება რეკომენდირებულ შეზღუდვას.

 


„საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო საზოგადოების“ მთავარმა აღმასრულებელმა, შერლი კრამერმა ქება შეასხა ახალ კამპანიას და განაცხადა, რომ ეს არის „ ადვილად გასაგები გზა“ დაიწყო ალკოჰოლის მიღების კონტროლი.

 


მან თქვა: „მილიონობით ზრდასრული ადამიანი დიდ ბრიტანეთში სვამს იმ რაოდენობის ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც მავნებელია მათი ჯანმრთელობისათვის და ხშირად ამას გაცნობიერების გარეშეც აკეთებენ.

 


„ახალი კამპანია მისასალმებელი და ადვილად გასაგები მეთოდია, დაიწყო ალკოჰოლის მიღების კონტროლი. სამიზნედ იმის დასახვა, რომ გარკვეული პერიოდი ალკოჰლისაგან თავისუფალ დღეებად გამოაცხადო, მარტივი და მიღწევადი გზაა შეამცირო ალკოჰოლის მიღება და გაიუმჯობესო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“.

 

 

„ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ წარმომადგენელმა ღვიძლის დაავადების სფეროში ჯულია ვერნმა განაცხადა: „სმისგან თავისუფალი დღეები გაძლევს იმის შესაძლებლობას, გაწმინდო შენი სისტემა და მისცე შენს ღვიძლს დასვენების საშუალება. ამას ასევე დაუყოვნებელი გავლენა აქვს შენს ძილზე და კალორიების მოხმარებაზე.

 

 

„ადამიანებმა ასევე გვითხრეს, რომ სმისგან თავისუფალი დღის იდეა გაცილებით ადვილი განსახორციელებელია, ვიდრე ერთი დიდი ჭიქა ღვინის, უფრო მცირე ზომის ჭიქამდე შემცირება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი