მერაბ ჯანიაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას და ეკონომიკის რეალური სექტორი განავითაროს
10-09-2018, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკური ანალიტიკოსის,  მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, უცხოური ინვესტიციები ერთი მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ლარის კურსის სტაბილურობაზე ახდენს ზეგავლენას.

 


„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტია. ინვესტიციები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ლარის კურსის სტაბილურობაზე ახდენს ზეგავლენას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას და ეკონომიკის რეალური სექტორი განავითაროს. თუ გადავხედავთ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლებს, - კერძო სექტორში დასაქმება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9%-ითაა გაზრდილი“, განაცხადა ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა.

 


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი ინვესტიციების კუთხით ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში პირველ კვარტალში კლება გვქონდა, 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია სწორედ ენერგეტიკასა და ტრანსპორტში ჩაიდო.

 


„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების გაზრდილი ნაკადები. თუ გადავხედავთ ბოლო წლების დინამიკას, 6,9 მილიონი დოლარი ამ სექტორისთვის მაღალი მაჩვენებელია. ინკლუზიური ზრდის მისაღწევად აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა მზარდი იყოს. დასაქმებულთა თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია, შესაბამისად ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საზოგადოების შედარებით ფართო ფენებზე დადებითად აისახება“, აღნიშნავს ჯანიაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი