„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, მეორე კვარტლის შედეგები რამდენიმე მნიშვნელოვან მაჩვენებელს შეიცავს. მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2 პარამეტრი: შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 9,4%-იანი ზრდა და 34.3 პროცენტით გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი. ამ უკანასკნელის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
„მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და მომავალში აუცილებლად აისახება ეკონომიკურ ზრდაში. აღნიშნული ტენდეციები თუ გაგრძელდა, მით უმეტეს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების ფონზე, ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს“, აცხადებს დავით სონღულაშვილი.
მისი ინფორმაციით, ინვესტიციების ზრდა რეალურ სექტორში ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციები არ არის განხორციელებული ერთი კონკრეტული მიმართულებით და სხვადასხვა სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მთლიან რეგიონთან შედარებით, ერთ-ერთი ლიდერები ვართ. საქართველოს მთავრობა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას“, აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.