თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე კვლევა ცხადყოფს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი მზარდია.
„საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე კვლევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ცხადყოფს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი მზარდია. კერძოდ, მიმდინარე წლის II კვარტალში ინვესტიციების მოცულობა I კვარტალთან შედარებით გაზრდილია 102,2 მლნ ლარით და შეადგინა 389,2 მლნ ლარი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 33,4 მლნ ლარით (9,4%)“, განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში გაზრდილია რეინვესტირების წილიც (45,9%), რაც მეტყველებს იმაზე, რომ ახალ საგადასახადო ცვლილებებს ინვესტორთა დიდი ნაწილი საკმაოდ წარმატებულად იყენებს.
ოთარ ანგურიძის განცხადებით, პრაქტიკულად, უცვლელად არის შენარჩუნებული ტენდეცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადანაწილების კუთხით ეკონომიკის სექტორებზე, რომელის პირველი ხუთეულიც შემდეგნაირად გამოიყურება: ენერგეტიკა (28%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (19,8%), საფინანსო სექტორი (16,5%), უძრავი ქონება (8,8%), მშენებლობა (7,5%).
მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, სადაც ძირითადად წარმოდგენილნი არიან ევროპული ქვეყნები რომლის პირველი ხუთეულიც შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი - 80,5 მლნ ლარი (20,7%), ჩეხეთი - 77,9 მლნ ლარი (20%), ნიდერლანდები - 65,3 მლნ ლარი (16,8%), გაერთიანებული სამეფო - 47,5 მლნ ლარი (12,2%), აშშ - 28,4 მლნ ლარი (7,3%).
„მსგავსი ტენდენცია მეტყველებს რომ საქართველო არის რეგიონში საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა და მათ შორის ევროპის და სხვა განვითარებული სახელმწიფოები ზრდიან საინვესტიციო პორფელებს საქართველოში“, განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.