„დამნაშავე მურუსიძის მეგობარი, ბედავს და გამოაქვს გადაწყვეტილება, რაც ჭეშმარიტებასთან საერთოდ შორს არის“ - ნიკა მელიას 3000 ლარიანი ჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა
10-09-2018, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ 11 ივნისს მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიას დაკავების საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.

 

 

მელიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, სამართალდამცველთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე ის პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

 

 

სხდომის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მოსამართლე ლაშა თავართქილაძე უთხრა, რომ მისი გადაწყვეტილება არაკანონიერი იყო. მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

 

 

„მოსამართლემ შავზე თქვა თეთრი. გაყალბებული დოკუმენტი უდევთ. ჩემი დაკავების დროს ოქმი არ შედგენილა. კითხვაზე, რატომ არ არის ის ეპიზოდი გადაღებული სამხრე კამერით, როდესაც ოქმს ადგენდნენ, პასუხია, თითქოს სველ წერტილში შევიდა და აი, ამ დროს გამორთო კამერა. აი, ასეთი საქმის პირობების მოსამართლემ ლაშა თავართქილაძემ, რომელიც არის დამნაშავე მურუსიძის მეგობარი, ბედავს და გამოაქვს გადაწყვეტილება, რაც ჭეშმარიტებასთან საერთოდ შორს არის“, განაცხადა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი