სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების „Agile Spirit 2018“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია უცხოელ სამხედრო ატაშეებთან ერთად, სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) და მრავალეროვნული ბრიგადის (MNB) შტაბში სწავლების საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო.
სწავლების ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა სტუმრებს სწავლების მიზანი, სცენარი და სპეციფიკა გააცნო. სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე ხორციელდება. სცენარი თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს ემყარება. 2017 წელთან შედარებით, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, წელს სწავლებაში 10 ქვეყანა - საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი და ესტონეთი მონაწილეობს.
„Agile Spirit 2018“ მიზანად ისახავს ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით, ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვას და ჩატარებას, ურთიერთთავსებადობის დახვეწას, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.