სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობდა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების დახურვას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სამხედრო ატაშეები და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები დაესწწრნენ დაესწრენ.
სწავლების დახურვის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება 1 სექტემბრიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, „Agile Spirit 2018“-ში მონაწწილე პარტნიორი ქვეყნის 13 წარმომადგენელი სწავლებაში შეტანილი წვლილისთვის უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოა. ხოლა სწავლების მეთაურმა გენერალმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების დაგეგმვასა და ასღსრულებაში შეტანილი წვლილისთის შეიარაღებული ძალების ორ სამხედრო მოსამსახურე „საშტატო იარაღი“ ხოლო ხუთი სამხერო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა.
სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდა რომელსაც სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი ხელმძღვანელობდა. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ საქართველოში მერვედ გაიმართა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდა. სწავლებას მხარს უჭერდნენ: „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა.
სწავლების სცენარი ემყარებოდა თავდაცვა, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს. 2017 წელთან შედარებით, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანამ, საქართველომ, აშშ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, ლატვიამ, საბერძნეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ჩეხეთმა და ესტონეთმა მიიღო მონაწილეობა.
„Agile Spirit 2018“ მიზანად ისახავდა ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვას და ჩატარებას, ურთიერთთავსებადობის დახვეწას, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.