კახა კალაძე „იბერიაზე“: ტელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, მე მგონი, არასწორი მიდგომაა
10-09-2018, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არასწორი მიდგომაა, როდესაც გადასახადებიდან თავის არიდებას ტელეკომპანიის „ამოფარებით“ აპირებენ.

 

 

„იბერიას“ არანაირი პრობლემები არ აქვს, თუ მის მფლობელს სხვა კონკრეტულ ბიზნესში აქვს პრობლემა და პრობლემა მისგან არის გამოწვეული და აქვს საკმაოდ დიდი დავალიანება, როგორც მე ვიცი, ბიუჯეტის მიმართ. ახლა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხელშეწყობა ყოფილიყო, მაგრამ ტელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, რაც კანონით ავალდებულებს, რომ უნდა გადაიხადოს, მე მგონი, ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანები კანონის წინაშე", განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

„იბერიამ“ მაუწყებლობა, რომელიც დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, ცოტა ხნის წინ განაახლა. მანამდე კი, ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი