„როგორც კი ესენი წააგებენ პირველ არჩევნებს, „ქართული ოცნების“ ხსენება აღარ იქნება საქართველოში არასოდეს“, განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მარნეულში მხარდამჭერებთან შეხვედრისას და დასძინა, რომ ის და მისი გუნდი ხელისუფლებაში არა კაბინეტების, მანქანების, პრემიების და ხელფასებისთვის, არამედ „ღირსეული ცხოვრების“ შესაქმნელად მოდის.
„პრეზდენტს ფუნქციები არ აქვსო, იძახიან. ერთი რაღაცა დავიმახსოვროთ სუყველამ, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ ქალაქსა თუ სოფელში ვცხოვრობთ, როგორც კი ესენი წააგებენ პირველ არჩევნებს, „ქართული ოცნების“ ხსენება აღარ იქნება საქართველოში არასოდეს, იმიტომ რომ ამათ არაფერი არ აინტერესებთ ფულის და ხელისუფლების გარდა. ერთი იდეა არ ჰქონიათ, ერთი იდეა არ ჰქონიათ 6 წლის განმავლობაში. ძალიან მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ არასოდეს არ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისათვის, რომ კაბინეტები, მანქანები, პრემიები და ხელფასები დავირიგოთ. ჩვენი საზრუნავი არის ის, რომ უფროს თაობას ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება და ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს ღირსეული პერსპექტივა. ამის გარეშე, ჩვენი ქვეყანა მოსახლეობის გარეშე დარჩება“, განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.