„ვაი-ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაგვახარა და როგორც მოსალოდნელი იყო, გახსნა უკანასკნელი სამაშველო რგოლი კრემლის კანდიდატურის, სალომე ზურაბიშვილის სახით", ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.
შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ „პრინციპით - „ჩემი არ არის, მაგრამ სრულიად ჩემია" - მმართველი პარტია მხარს უჭერს პერსონას, რომლის წიგნი მოსკოვმა წარადგინა მტკიცებულად საერთაშორისო სასამართლოებში, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კანონიერად ჩამოსცილდა საქართველოს და ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია".
„დღეს უკვე წყდება არა პრეზიდენტის არჩევის საკითხი, არამედ ეს არის რეფერენდუმი ქვეყნის, სახელმწიფოს, ხალხის ერთიანობაზე; აფხაზეთის დაბრუნებაზე; ცხინვალის დაბრუნებაზე. ვინც ამ სუბიექტს მისცემს ხმას, ის არის საქართველოზე ტყვიის მსროლელი. ვინც მას დააფინანსებს, ის არის ქვეყნის მტერი, ხოლო აქტივისტი, მისი მხარდამჭერი არის საქართველოს შადიმანი.
ბიძინა ივანიშვილის მოვალეობაა, მოგვატყუოს - ჩვენი ვალდებულებაა, აღარ მოვტყუვდეთ. ვფიქრობ, საზოგადოება მივიდა იმ ზღვარზე, რომ უკვე შესანიშნავად არჩევს ტყუილს და მართალს, თეთრსა და შავს, სიკეთესა და ბოროტებას, სიცრუესა და რეალობას.
ჩვენ ველოდით ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გვჯეროდა, რადგან ამ პერსონის ბიოგრაფია საკმაოდ რთულია, მხედველობაში მაქვს, რომ ბინძურია ეს ბიოგრაფია. გუშინ, ის სიცრუები, რაც დააბრეხვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ალბათ, მსოფლიო სიცრუეთა ანთოლოგიაში შევა. თურმე, ამ ქალბატონის დამსახურება ყოფილა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გასვლა - ჯერ როგორ გავიდა, ერთი კარიდან გავიდა და მეორედან შემოვიდა, ეს ვნახეთ, მეორეც - ბაზების გასვლაზე, ედუარდ შევარდნაძემ და ელცინმა 1999 წელს მოაწერეს ხელი სტამბულის დეკლარაციას, როდესაც ეს ქალბატონი საფრანგეთში მიირთმევდა კროასანს და აყოლებდა კაპუჩინოს. თურმე, ქალბატონი გააფთრებით ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს - ესეც ახალი სიცრუე. სააკაშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ და როცა „პანჩური" ამოარტყეს, მერე გამწარდა და დაიწყო აქციებში მონაწილეობა. ეს არის სისტემასთან და რეჟიმთან ბრძოლა?!
ის იბრძვის საკუთარი ბედნიერებისთვის, კომფორტისთვის, უზრუნველყოფისა და პრივილეგიებისთვის. ამისთვის, ის მზად არის, შეასრულოს ნებისმიერი ბინძური დავალება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, რომლის მიზანია, ასევე, პოლიტიკური ძალაუფლებისა და ჩვენგან წართმეული მილიარდების შენარჩუნება ამ სუბიექტის გამოყენებით და კრემლის დავალება, რომლის მიზანია, ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურად მოვიდეს ისეთი პერსონა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.