განათლების მინისტრმა თანამდებობიდან მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე, მისი 2 მოადგილე და სამინისტროს 2 მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლა 
10-09-2018, 17:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მისი მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე გაათავისუფლა. ბატიაშვილმა პრესკონფერნციაზე აღნიშნა, რომ მისი მოადგილეების რაოდენობა მცირდება და დღეიდან 5 მოადგილე გააგრძელებს მუშაობას.

 

 

„განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებით ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, შესაბამისად ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობებს ტოვებენ: მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია, ლია გიგაური, თამარ სანიკიძე - განათლების ხარისხის განვითთარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე - შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მაია მიმინოშვილი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ გაწეული შრომისთვის. მინდა მოგახსენოთ, რომ სამინისტროში მოადგილეების რაოდენობა იცვლება და 7-ის მაგივრად 5-მდე დადის, ასევე მალე გაგაცნობთ უკვე თავისუფალი თანამდებობების ახალ სახეებს“, განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი