2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომისიის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, კომისიის რეკომენდაციები და ზოგადად, კომისიის მუშაობის შესახებ ესაუბრნენ.
„ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არის, ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ რეკომენდაციები შეასრულოს.... უაღრესად პოზიტიურად არის აღქმული ეს დასკვნა. ყველა იზიარებს იმ მთავარ მიგნებებს, რომელიც ამ დასკვნაშია გამოტანილი და ისინი ეთანხმებიან როგორც ჩვენ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე იმ კონკრეტულ მოსაზრებებს, რომელიც დაფიქსირებულია კომისიის მხრიდან“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, მომავალში გაგრძელდება საზოგადოების ინფორმირება უკვე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ამ რეკომენდაციების შესრულება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.