"ვიკილიქსის" მიერ მოპოვებული ფაილების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საფრანგთის პრეზიდენტებზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონიდან ელჩი გამოიწვია.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო NSA 2006 -12 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტებზე, ჟაკ შირაკზე, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდა.
ერთ-ერთი, 2012 წლით დათარიღებული ფაილი საბერძნეთის ევროზონის დატოვების შესახებ პრეზიდენტ ოლანდის დისკუსიას შეეხება, მეორე 2011 წლით დათარიღებული დოკუმენტი კი სარკოზის სურვილს, განახლებულიყო ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ აშშ-ს ჩართულობის გარეშე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა საგანგებოდ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი არ დაუშვებს იმგვარ ქმედებებს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება.
პრეზიდენტის სიტყვაში ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს დაპირებას, რომ არ განახორციელებს ფარულ თვალთვალს საფრანგეთის ლიდერებზე.
უცნობია, არის თუ არა ამ დოკუმენტაციის გამჟღავნება დაკავშირებული ედუარდ სნოუდენთან, უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ კონტრაქტორთან, რომელსაც თავშესაფარი რუსეთმა მისცა.
"ვიკილიქსის" ფაილები ფრანგულმა გამოცემამ, Liberation -მა გამოაქვეყნა.
2013 წელს სნოუდენის მიერ გამჟღავნებული საიდუმლო დოკუმენტაციებით ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ტელეფონიც ისმინებოდა. ამ ინფორმაციის გაჟღერებამ მერკელის აღშფოთება გამოიწვია. მან მაშინ განაცხადა: მეგობრებს შორის ფარული თვალთვალი და ჯაშუშობა უბრალოდ მიუღებელია."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.