ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელი: ეს გაბედული ნაბიჯია, ცვლილებები განათლების სისტემას ნამდვილად სჭირდებოდა
10-09-2018, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან დროული გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც, იმის გამო, რომ უკვე კარგა ხანია ჩვენი სისტემა არის სტაგნაციაში. იმ სტრუქტურით და მოცემულობით, რა მდგომარეობაშიც სისტემა იყო, რეალურად, ვერ ხერხდებოდა ზოგადი განათლების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, აცხადებს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელი თამრიკო ჯაყელი განათლების სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

 


„აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ამ პირს, ამ ადამიანს, ვინც გათავისუფლდა, აქვს რასაკვირველია, თავისი წვლილი შეტანილი განათლების სიტემის განვითარებაში და მე პატივისცემით მოვიხსენიებ ყველას, უბრალოდ, საჭიროა, სისტემის მთლიანი განახლება, პირველ რიგში, კონცეპტუალური თვალსაზრისით.

 


ყველა ის სტრატეგია, ის ბერკეტი, რომელიც აქამდე ჩვენს სისტემაში მოქმედებდა, ვერ აუმჯობესებდა განათლების ხარისხს. ვერ ხდებოდა სერიოზული, არსებითი ცვლილებების შეტანა საკლასო ოთახში. ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანი, სასიკეთო ცვლილებები ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის.

 


სრულად ვეთანხმები მინისტრის ამ გადაწყვეტილებას. დიდი პრობლემა იყო იმ მხრივ, რომ სისტემაში არ იყო კონცეპტუალური ერთიანობა, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ძალისხმევა საერთო მიზნისკენ მიდიოდეს, სკოლა აბსოლუტურად იხლიჩებოდა. ამ მხრივ, იმედი მაქვს მდგომარეობა გამოსწორდება. უკვე იმდენად „გამკვრივებული“ იყო სიტუაცია, რომ ამის „გალღობას“ და „გადადნობას“, ეს ცვლილებები ნამდვილად სჭირდებოდა. ვფიქრობ, ეს გაბედული ნაბიჯია, რადგან დიდი ხანია უკვე ყველა გრძნობს ამას, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას ვერავინ ვერ ბედავდა", აცხადებს თამრიკო ჯაყელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი