ნატალია ინგოროყვა: რეფორმების გაცხადების საკითხში განათლების მინისტრს სრულად ვეთანხმები
10-09-2018, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალ, თანამედროვე მოთხოვნებს თავისი გამოწვევები აქვს და რეფორმების გაცხადების საკითხში მინისტრს სრულად ვეთანხმები, აცხადებს ჟურნალ „მასწავლებელი“-ს მთავარი რედაქტორი ნატალია ინგოროყვა.

 


„ცხადია, თვითონ საკადრო ცვლილებებს მე ვერ შევაფასებ, ეს მინისტრის გადაწყვეტილებაა და მინისტრმა თვითონ იცის რას აკეთებს ამ მიმართულებით. რაც შეეხება რეფორმების გაცხადებას,ამ საკითხში სრულად ვეთანხმები , ამის საჭიროება ნამდვილად დგას, ის, რომ თავის დროზე ჩვენ განვახორციელეთ სისტემაში მთელი რიგი საჭირო რეფორმები, ეს არ არის საკმარისი, ახალ თანამედროვე მოთხოვნებს თავისი გამოწვევები აქვს. მინისტრმა რამდენიმე საინტერესო გზავნილი ახსენა, ეს არის სისტემის თანამედროვე მთხოვნებზე მორგება, განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე ველოდები რეფორმის ძირითადი მიმართულების გაცხადებას. როგორც შეგვპირდა, უახლოეს დღეებში გააკეთებს გაცხადებას და მაშინ უფრო მარტივი იქნება ვისაუბროთ იმაზე, რა მოლოდინები შეიძლება მქონდეს. დანარჩენი, რა თქმა უნდა ცვლილებები, რომელიც სისტემის გაჯანსაღებას მოხმარდება ,მისაღებია ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს და ვინც ვთვლით, რომ განათლება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

 


იმ ადამიანებმა, ვინც იციან რა რეფორმა უნდა განახორციელონ სისტემაში,უკეთ იციან როგორი ადამიანები სჭირდებათ ამ რეფორმის განსახორციელებლად და თვითონ უკეთესად ხედავენ რა ტიპის მენეჯერები სჭირდებათ. ჩვენ შესაძლებელია, ერთი და იგივე საქმეში როცა ვტრიალებთ და რაღაც გარკვეული წარმატებებიც გვაქვს ამ მიმართულებით, გვაქვს განცდა,რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ გარედან ახალი თვალი, დაკვირვებული თვალი უფრო უკეთესად ხედავს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც შეიძლება იყოს და როგორი ადამიანები სჭირდება ამ პრობლემების გადაწყვეტას.

 


მე პერსონალიებზე ვერაფერს ვიტყვი, თითოეულ მათგანს თავისი წვლილი აქვს ამ სისტემის განვითარებაში თავის დროზე შეტანილი, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ იმაზე, რომ რეფორმის აუცილებლობა ნამდვილად დგას“, ამბობს ნატალია ინგოროყვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი