რა თქმა უნდა, სომხეთის და საქართველოს ურთიერთობა ბრწყინვალეა, აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„პატივცემულო კოლეგებო, პატივცემულო ჟურნალისტებო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრისთვის, დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა და ჩვენი მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენი მომდევნო ურთიერთობების განვითარების გარკვეული ამბიციური საკითხები დავსვით. ჩვენი ურთიერთვიზიტები პერიოდული ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ განვიხილეთ უამრავი საკითხი, ტრანსპორტის ეკონომიკის, პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი დასაფიქსირებელია, რომ ამ ვიზიტის შედეგებით ჩვენ ახალ სტიმულს შევძენთ ჩვენს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან ძალზედ ამბიციური პროგრამა იქნა წამოწეული. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამ პროგრამას. კონკრეტულად, საკითხი დაისვა უახლოეს წლებში სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და იმის შესახებ, რომ სავაჭრო ბრუნვას ერთ მილიარდ დოლარამდე მივაღწიოთ. ეს ის საკითხია, რომელზეც ყველას უნდა გვქონდეს საგზაო რუკა და შეთანხმებული ნაბიჯები.
ჩვენ შევთანხმდით, რომ სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს. კომისიის წინაშე კონკრეტული საკითხი დაისმება. ჯერ უნდა შევადგინოთ საგზაო რუკა, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობებისა, ჰუმანიტარული, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაძლიერებლად. შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ ყოველ ვიზიტთან ერთად ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების დონე უფრო მაღლდება, ატმოსფერო უფრო მეგობრული და უფრო თბილი ხდება და ჩვენი მთავრობების წევრებს შორის მყარდება მეგობრული კავშირები, რაც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და ეს ტონი და ტემპი უნდა გავაგრძელოთ და სარწმუნო ნაბიჯებით წინ ვიაროთ", განაცხადა ფაშინიანმა, როგორც ამას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.