მამუკა ბახტაძე ნიკოლ ფაშინიანს: ერთგვარად სიმბოლურია, რომ ორ ქვეყანას, ახალი სამთავრობო შემადგენლობით, ეძლევა ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერების საშუალება
10-09-2018, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე მეგობრულ ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ მინისტრის რანგში, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის. ჩვენი ქვეყნები გამოირჩევა თავის მასპინძლობით, რისი ნათელი დასტური იყო დღევანდელი დღე.

 

 

წელს ორმა ერმა აღნიშნა უმნიშვნელოვანესი თარიღი თანამედროვე ისტორიაში - დამოუკიდებლობის გამოცხადების 100-წლისთავი. ასი წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინეს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინეს განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება.

 

 

რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს, სომხეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემი მილოცვა.

 

 

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის.

 

 

ერთგვარად სიმბოლურია, რომ ორ ქვეყანას, ახალი სამთავრობო შემადგენლობით, ეძლევა ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერების საშუალება. მჯერა, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთქმედების სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენი აქტიური ვიზიტები ამის საწინდარია.

 

 

დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგზე. ვისაუბრეთ თანამშრომლობის ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები. შევთანხმდით, რომ ჯერ კიდევ გაგვაჩნია თანამშრომლობის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.

 

 

ჩვენ შემოდგომის ბოლოს ვუმასპინძლებთ მთავრობათაშორის კომისიას, რომელიც განიხილავს მნიშვნელოვან იდეებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით კიდევ უფრო განვავითაროთ.

 

 

ამავე დროს ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რაც აქვს საქართველოს ამ მიმართულებით. ამავე დროს მივესალმეთ, სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

 

 

გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

 

 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მსურს, გულითადი გულითადი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას მასპინძლობისთვის და თბილი მიღებისთვის, ასევე გამოვხატავ მზაობას სამომავლო თანამშრომლობისთვის", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი