ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჟიეთში პირველად ჩატარდა პოეტის და მუსიკოსის ბორის გუგეშაშვილის სახელობის ფესტივალი „ბეჩა ყირამალა", რომელიც სიმბოლურად ავტორის ბაღში გაიმართა.
„ღონისძიების კულტურულ პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული შემსრულებლები: ჯგუფი „ჩვენებურები“, რობი კუხიანიძე და „აუტსაიდერი“, ლევან ქუმსიაშვილი, ჯგუფი „ალუბალი“, ონის შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლები „რაჭა“, „ბიჭუნეები“, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფოლკლორული ჯგუფი „ჰანგი“, ანსამბლები ამბროლაურიდან „საგალობელი“ და „იავნანა“, გლოლის ეთნოგრაფიული ჯგუფი „ბუბა“, მომღერალი და ლოტბარი აკაკი მაისურაძე, ალექსანდრე ენუქიძე, ნიკორწმინდის ეპარქიის მგალობელ მომღერალთა ჯგუფი, ლეო ლობჯანიძე, ეთნოჯგუფები მაჟიეთ-ხიდეშლებიდან და ღარიდან, გუგეშაშვილების ოჯახი და სხვა შემსრულებლები.
ფესტივალის „ბეჩა ყირამალა" იდეის ავტორი და ორგანიზატორი იყო ახალგაზრდა პოეტი ბექა გუგეშაშვილი.
ფესტივალს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ", ნათქვამია ონის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.