ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებენ. ამის შესახებ განცხადება მათ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთეს. შვილმოკლულმა მამებმა ხელისუფლებას 24 საათიანი ვადა მისცეს, რომ გადადგეს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მათი მოთხოვნაა შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც დაიწყებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობას.
ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე ის მიიყვანა ხელისუფლების ნაბიჯებმა, რადგან ამ დრომდე არ არის დასჯილი მისი შვილის მკვლელი.
„ეს არის ჩვენი ბოლო გამოსვლა ქუჩაში. აქედან ფეხს არ მოვიცვლით მანამ, სანამ სამართალი არ აღდგება ჩვენს ქვეყანაში და მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება. მე პირადად ზაზა სარალიძე, 24 საათიან ვადას ვაძლევ ხელისუფლებას, რათა მოშორდეს საქართველოს და დაუყოვნებლივ შეიქმნას დროებითი მთავრობა და იმსჯელონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პანკისიდან ჩამოსული ქისტებიც შეუერთდნენ. როგორც სიტყვით გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, დღეს რუსთაველის გამზირზე უნდა მივიდეს ყველა.
„მე და ზაზას საბოლოო წერტილი დაგვისვეს. ჩვენ იმ შვილებს უკან ვერ დავიბრუნებთ. კაცურ სიტყვას გაძლევთ, ჩვენ დღეს იმიტომ ვართ აქ გამოსულები, რომ თქვენი მომავალი დავიცვათ იმ თემირლანისა და იმ დავითის ხსოვნის საპატივცემულოდ“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.