პოლიტიკური უტიფრობაა, როდესაც ხელისუფლება არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს - გიგა ბოკერია და „ევროპული საქართველოს“ წევრები რუსთაველზე ზაზა სარალიძის მიერ გამართულ აქციაზე მივიდნენ
10-09-2018, 21:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებიც მივიდნენ.

 

 

გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიტიკური უტიფრობაა, როდესაც მმართველმა გუნდმა იცის დამნაშავის ვინაობის შესახებ და არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს.

 

 

„ყველა დღე, როდესაც ხელისუფლება არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც დამნაშავეების დასჯის თვალსაზრისით ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული და იმათი დასჯის თვალსაზრისით, ვინც შემდეგ ხელი დააფარა დამნაშავეებს, ასმაგად ამძიმებს დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა უკვე არსებობს, მაგრამ ყველა დღე როცა ამის  გაჭიანურებას ეცდებიან ისინი, არის დამამძიმებელი მათი პერსონალური პოლიტიკური პასუხისმგებლობის  და არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. ცნობილი არის კონკრეტული პირი, რომლის მიმართაც არსებობს მტკიცებულებები რათა მას ბრალი წაეყენოს ამ მკვლელობაში მონაწილეობის თვალსაზრისით. არიან ცნობილი პირები,  რომელთა ქმედებაშიც არის პირდაპირი დანაშაულის ნიშნები, რომ ხელს აფარებენ ამ დამნაშავეს, ამ ეჭვმიტანილს. ამიტომ ახლა როცა კიდევ  გადის დრო და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან ეს არის პოლიტიკური უტიფრობა“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი