საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მიმდინარე მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ბრიუსელში სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ბახტაძემ აღნიშნა, რომ სიმბოლურია, როცა 11 სექტემბერს საქართველოში ტარდება მნიშვნელოვანი კონფერენცია.
„ყველა აცნობიერებს, რომ ეს გზა გამოწვევებით სავსეა, თუმცა ნატო ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას და აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის. ამიტომ ჩვენი მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია გეოპოლიტკურ სიტუაციაზე, თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვაკეთებთ ყველასთვის. ნატო-ს ღირებულებისადმი ერთგულება უკიდურესად მნიშვნელოვანია. საქართველო არის იმ ერებს შორის, რომელიც მშპ-ს ორ პროცენტზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე. ეს არის საკმაოდ დიდი წილი პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სულ უფრო მეტი ნატო-ს წევრი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ბრიუსელში სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
დღეს 11 სექტემბერია. 17 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ გააერთიანა თავისუფლების მოყვარული ხალხი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს შევიკრიბეთ თბილისში, საქართველოში ამ კონფერენციაზე, რომელიც დიდი ადამიანის, დიდი ამერიკელის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და მსოფლიოში თავისუფლების მხარდამჭერის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელს ატარეს. სენატორი ჯონ მაკკეინი ყველაზე მძიმე პერიოდში ჩვენს გვერდით იდგა და ჩვენი ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.