ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება
25-06-2015, 00:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წუხანდელმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

 
სომხეთის პოლიციის უფროსმა, ვლადიმერ გასპარიანმა განაცხადა, რომ პოლიცია არ აპირებს, რაიმე ქმედებები განახორციელოს მომიტინგეების წინააღმდეგ. მან აქციის მონაწილეებს მიმართა, ნუ შეეცდებიან საკითხის პოლიტიზებას.


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გუშინ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტად გაემგზავრა. ის ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე  სიტყვით გამოვა.


ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 19 ივნისს დაიწყო.


ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.


კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი