ემზარ საბანაძის განცხადებით, ონში ტურიზმის განვითარება ადგილობრივი ბიუჯეტისთვის არამომგებიანი, თუმცა, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია
11-09-2018, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ზემო რაჭის მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ტურიზმის განვითარებას მიიჩნევს.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-სთან საუბრისას საბანაძემ განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ რაჭაში უნიკალური ბუნება, კურორტები და არაერთი ისტორიული თუ კულტურული ღირსშესანიშნაობაა, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ონის მუნიციპალიტეტს ბევრი, მაგრამ მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი ტურისტი სტუმრობს.

 

 


მერის განცხდებით, აღნიშნული მოსახლეობის კეთილდღეეობას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება - აშენდება სასტუმროები და უკვე არსებული მოწესრიგდება, მაღალბიუჯეტიან ტურისტთა ნაკადი ეწვევა რაჭას, ეს კი, როგორც ემზარ საბანაძე ამბობს, ადგილობრივი ბიუჯეტისთვის ნაკლებმომგებიანი, თუმცა, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.


„ყველამ იცის რაჭა, ყველას აინტერესებს, აქ არაჩვეულებრივი სანახაობებია, უნიკალური ბუნებაა, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისი. შოვში არის სასტუმროები, მაგრამ ძირითადად მოუწესრიგებელია, რამდენიმე სასტუმრო მუშაობს. უწერაში საერთოდ არ არის სასტუმრო, ახლა მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობის სამუშაოები. რაც შეეხება თავად ტურისტების შემოდინებას, ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, მაგრამ აქ შემოდის ისეთი ტურისტი, რომელიც დაბალბიუჯეტიანია და ასე ვთქვათ, ეკონომიკურად ჩვენთვის შედეგიანი არ არის. ტურისტი სანამ სადმე წავა, არკვევს, როგორი ინფრასტრუქტურა იმ კონკრეტულ ადგილზე. არ არის ჩვენთან ძვირიანი სასტუმროები, შემომსვლელი ტურისტები მხოლოდ მიზერულ თანხას ხარჯავენ. შეიძლება ვიღაც მთელი ერთი კვირა გაჩერდეს და ასი დოლარი არ დახარჯოს. თუმცა, როდესაც ინფრასტრუქტურაა განვითარებული, ტურისტი ჩამოვიდეს და 10 000 დოლარი დახარჯოს. აქ ასეთი ტიპის ხალხი მოდის, საოჯახო ტიპის სასტუმროებში შედიან და მცირე თანხას იხდიან.

 

 

ტურიზმი თავად მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდად შედეგიანი არ არის, ადგილობრივ ბიუჯეტში ეს თანხა არ შემოდის, ეს მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი. მუნიციპალიტეტს იმიტომ სჭირდება თანხა ზოგადად, რომ მოსახლეობას მოახმაროს. თუ მოსახლეობა კმაყოფილია, ძალიან კარგია”, აცხადებს ემზარ საბანაძე.

 

კომენტარები: 1
#1   ლიკა
      
მხარს ვუჭერ რაჭაში ტურიზმის განვირებას
11 სექტემბერი 2018 11:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი