„პოლიტიკაში მე ჩემს როლს ვერ ვხედავ“ - სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გეგმებში არ ერევა
11-09-2018, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, თბილისში გახსნილ  კონფერენციას „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა ელიზაბედ რულოვსიც ესწრება.

 

 

ყოფილი პირველი ლედის თქმით, ის მისი მეუღლის გეგმებში არ ერევა და მას საკუთარი გეგმები აქვს საქართველოს განვითარებაში წვლილის შესატანად, მაგრამ არა პოლიტიკით რადგან თავის თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს.

 

 

სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ  მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს და საინტერესო ბრძოლას ელოდება საპრეზიდენტო არჩევნებზე.

 

 

„მის გეგმებში მე არ ვერევი. ჩემი გეგმები მაქვს, რომ საქართველოს მხარდაჭერა და განვითარება გავაგრძელო, როგორც ყოველთვის ქველმოქმედების გზით. პოლიტიკაში მე ჩემს როლს ვერ ვხედავ, მე სხვა ნიჭები მაქვს და პოლიტიკისთვის სხვანაირი თვისებები უნდა გქონდეს ადამიანს.

 

 

ცხადია ვისაც ვუჭერ მხარს, მაგრამ საინტერესო ბრძოლა იქნება და ყველაზე ღირსეული კანდიდატი აუცილებალად გაიმარჯვებს“, განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი