„თქვენ ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვილთან ? ვინ არის თქვენი ბოსი?“, ეს შეკითხვა საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დისკუსიის მოდერატორმა, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის Financial Times-ის მთავარმა რედაქტორმა, ედვარდ ლუისმა დაუსვა.
მთავრობის მეთაურმა პასუხად განაცხადა, რომ ანგარიშვალდებული იმ ადამიანებთანაა, რომლებმაც „ქართულ ოცნებას" მისცეს ხმა.
„მე ანგარიშვალდებული ვარ იმ ხალხთან, რომლებმაც ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას" - ეს აშკარაა, დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია. საუკეთესო პასუხი რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრებია. ჩვენი დემოკრატიის ინტერესში არ არის, შევადაროთ რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს. პროგრესი დიდია და მიღწევებიც ბევრია, თუმცა, უნდა მოვახდინოთ მთავრობის, ოპოზიციის, საზოგადოების კონსოლიდირება გამოწვევებთან გასამკლავებლად....
მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საქართველოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. 2012 წელს მოვიგეთ არჩევნები. საუკეთესო პასუხი, რა მოიტანა ამ დიდმა ცვლილებამ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყოდი, საერთაშორისო რანჟირებები, როგორ გაუმჯობესდა ჩვენი რანჟირება ყველა მიმართულებით – მედია პლურალიზმი, ადამიანთა უფლებების დაცვა, კერძო სექტორის აქტივების, საკუთრების დაცვა, გამჭვირვალობა“, აღნიშნა პრემიერმა.
მისი განმარტებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მეხუთეა, ბევრ კვლევაში კი, ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის დონეზე დგას.
„ეს არის ძალიან კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვართ სწორ გზაზე, დემოკრატიული ტრანსფორმირების გზაზე და ევროპული დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფილოსოფიაა, საქართველოში ევროპული დემოკრატია და საპარალამენტო დემოკრატია დამკვიდრდეს.
„უფრო მეტიც, ეს არის პოლიტიკური ფილოსოფია საქართველოში „ქართული ოცნებისა“, რომ ქვეყანაში ევროპული დემოკრატია და საპარლამენტო დემოკრატია დამკვიდრდეს. ეს იყო დიდი ცვლილება, რაც გავაკეთეთ. ეს იყო ისტორიული მომენტი. ვფიქრობ, ფართოდ ცნობილია“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს, 11 სექტემბერს, თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.