„შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც ყველა ხელისუფლებაში მოსული გუნდი იწყებს კარგად და ასრულებს ცუდად დემოკრატია ვერ განვითარდება და ამ ქვეყანას სჭირდება ინსტიტუტებით და კანონით მართვა.
„ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან კარგად და გააგრძელა ძალიან ცუდად და დაასრულა ძალიან ცუდად. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო დემოკრატიულად ვერ ვითარდება.
ჩვენ გვჭირდება ინსტიტუტებით, კანონით მართული სახელმწიფო და არა ვარსკვლავბიჭუნებით, გადამრჩენელებით, მესიებით მართული ქვეყანა“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.